- საზღვაო საზღვრები
- ემთხვევა ტერიტორიული წყლების გარესაზღვრებს ან მომიჯნავე ან მოპირდაპირე სახელმწიფოების ტერიტორიული წყლების გამმიჯვნელ ხაზს. ტერიტორიული წყლების გარესაზღვრები დგინდება სანაპირო სახელმწიფოს კანონმდებლობით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის კონვენციამ საზღვაო სამართლის შესახებ დაადგინა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაადგინოს თავისი ტერიტორიული წყლების სიგანე, რომელიც არ გადააჭარბებს 12 საზღვაო მილს.Source: ხუციშვილი ქეთევან, სახელმწიფო საზღვრები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
Georgian encyclopedia. 2013.